დავით ნარმანია ამბობს, რომ თუ ლარი გამყარდება, გაზის ტარიფი ისევ გადაიხედება

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის საკითხი. „იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდება, მარეგულირებელი კომისია „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს“, - უთრა მან ჟურნალისტებს 27 მაისს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პანდემიის გამო გაუარესებული ვალუტის კურსის გამო, კომპანია ბუნებრივ აირს ძვირად ყიდულობდა და მომხმარებლებს იაფად აწვდიდა, რამაც კომპანიის ზარალი გამოწვია. „ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამიტომ იქნა მიღებული. მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფი დადგინდა 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის განმავლობაში, ასევე მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიიღო კომპანიამ, რადგან ჩვენ მიერ დადგენილ პერიოდში კურსი იყო 2.37, შემდეგ კი, პანდემიიდან გამომდინარე, კურსი გაუარესდა და კომპანია ყიდულობდა ძვირად და იაფად აწვდიდა მომხმარებლებს, ამან გამოწვია მათი ზარალი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. 27 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაზი ძვირდება. ამ დრომდე 1 კუბურ მეტრი გაზის ფასი 46,1 თეთრი იყო, 1 ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით 54 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ გაზზე 8 ლარით გაიზარდა ფასი. მისი თქმით, ახალი ტარიფი პირველი ივნისიდან ამოქმედდება და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. რაც შეეხება რეგიონებში არსებულ ტარიფს, როგორც სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, „სოკარ ენერჯი გაზი" ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ ითხოვს. ...
წყარო
  • 100%

Lana

თბილისი
  • 7 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 55 წუთის წინ

Elena

თბილისი
  • 4 წუთის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ