რამან პრატასევიჩთან ერთად დაპატიმრებული სოფია საპეგა უფლებათდამცველებმა პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს

26 მაისს ბელარუსის უფლებათდამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს რუსეთის მოქალაქე, სოფია საპეგას, რომელიც 23 მაისს მინსკის აეროპორტში ბელარუს ბლოგერ და ჟურნალისტ, რამან პრატასევიჩთან ერთად დააკავეს. 25 მაისს მინსკის სასამართლომ სოფია საპეგას 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. იგი ეჭვმიტანილია ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დანაშაულის ჩადენაში. სავარაუდოდ ბელარუსის უშიშორების იზოლატორში ჩაწერილ ვიდეოზე, რომელიც ბელარუსის პროსახელისუფლო ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს, საპეგა ყვება, რომ იგი იყო ოპოზიციური ტელეგამის არხის, „ბელარუსის შავი წიგნის“ რედაქტორი. ამ არხზე ხშირად ვრცელდებოდა ცნობები ბელარუსის უსაფრთხოების თანამშრომლების შესახებ, რომელიც დაეხმარნენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფება აგვისტოს სადაო არჩევნებში. 27 მაისს რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის კონსულს მინსკმა მისცა საპეგასთან შესვლის უფლება. 25 მაისს მინსკის სასამართლომ სოფია საპეგას 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. იგი ეჭვმიტანილია ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დანაშაულის ჩადენაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის მოქალაქის უფლებები დაცული იყოს“, - განაცხადა ზახაროვამ. 23 მაისს სლუკაშენკას რეჟიმმა ირლანდიური ავიაკმომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა, მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დასახელდა. ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის აეროპორტამდე ავაიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაჯდომისთანავე, ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა. 24 მაისის საღამოს ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პრატასევიჩი ამბობს, რომ იმყოფება მინსკის ნომერ პირველ იზოლატორში, მას კორექტულად ექცევიან, გამოძიებასთან თანამშრომლობს და მასობრივი არეულობების ორგანიზების შესახებ აღიარებით ჩვენებას აძლევს. ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი შეყვანილია იმ პირების სიაში, რომლებსაც, მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან. რაც შეეხება მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებას, რაზეც რამან პრატასევიჩი, სავარაუდოდ, კაგებეს თანაშრომლების მიერ ჩაწერილ და პროსახელისუფლებო „ტელეგრამის“ არხის „ჟიოლტიე სლივის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ლაპარაკობს, ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, „ტელეგრამის“ არხ Nexta-ს ყოფილ მთავარ რედაქტორს 15 წლით პატიმრობა ემუქრება. 24 მაისს, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე ბელარუსის წინააღმდეგ, მათ შორის, ბლოკის საჰაერო სივრცის დახურვაზე ბელა...
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 5 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ