ირანის უზენაესმა ლიდერმა მხარი დაუჭირა „გუშაგთა საბჭოს“ გადაწყვეტილებას ზომიერი კანდიდატების დისკვალიფიკაციის შესახებ

ირანის უზეანესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, მხარი დაუჭირა ირანის „გუშაგთა საბჭოს“, რომლის გადაწყვეტილებითაც დისკვალიფიცრებული აღმოჩნდნენ 18 ივნისს დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე, ზომიერი კურსის მომხრე პრეტენდენტები. „პატივსაცემ გუშაგთა საბჭომ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და რისი გაკეთებაც საჭიროდ მიიჩინა, მასზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა. მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ 18 ინისისთვის დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელსაც სერიოზულ საფრთხეს უქადის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ახლა უკვე ბოიკოტისკენ მოწოდებები „გუშაგთა საბჭოს“ მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილების გამო. კვირის დასაწყირში მკაცრი ხაზის მიმდევართა ორგანომ 590 პრეტენდენტიდან რეგისტრაციაში მხოლოდ 7 კანდიდატი გაატარა, რომელთა შორის გამარჯვებული შეცვლის ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჰასან როჰანის. ზომიერ კურსის მომხრე კანდიდატების დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებისთვის „გუშაგთა საბჭო“ გააკრიტიკეს ირანის გავლენიანმა მოღვაწეებმა, მათ შორის ირანის ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებლის, აიათოლა ხომეინის შვილიშვილმა, ჰასან ჰომეინიმ. ანალიტიკოსების თქმით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პრეტენდენტად სახელდება მკაცრი კურსის მომხრე იბრაჰიმ რაისი, ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებული სასულიერო პირი, რომელიც წინა, 2017 წლის არჩევნების დროს, ჰასან როჰანის მთავარი კონკურენტი იყო. ...
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 18 საათის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ