ანრი ოხანაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას: ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ ხალხს, თქვენ ესაუბრებით ნაციონალურ მოძრაობას

პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, ანრი ოხანაშვილი პარლამენტში უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას საპარლამენტო ოპოზიციას ადანაშუალებს იმაში, რომ ისინი უმრავლესობის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონის კრიტიკისას არა საზოგადოების და მათ შორის 20 ივნისს დაზარალებულების ინტერესებიდან, არამედ ერთი ადამიანის, ნიკა მელიას ინტერესებიდან ამოდიან. "კანონპროექტი რომ წარმოადგინეთ და დააინიცირეთ, თუ გქონდათ კონსულტაცია რომელიმე დაზარალებულთან, ახლა რომ დაზარალებულებზე ვსაუბრობთ. როდესაც თქვენ საუბრობთ ღირსებაზე, საუბრობთ ნიკანორ მელიას ღირსებაზე, ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ ხალხს და ვიცავთ მათ ღირსებას"- თქვა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკის პასუხად, რომლებიც "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს არ მიიჩნევენ "შარლ მიშელის შეთანხმების" სულისკვეთების ლოგიკურ გაგრძელებად. "ქართული ოცნება" ესაუბრება საზოგადოებას, ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ ხალხს, თქვენ ესაუბრებით ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე აღებული, თქვენ გაქვთ, როგორც ჩანს ველდებულებები ნიკანორ მელიას და ნაციონალური მოძრაობის წინაშე. თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ვინც არის, ის არ იზიარებს მისი ადვოკატების პოზიციას და ამიტომ ჯერ ჩამოყალიბდით მასთან მიმართებაში ხართ თუ არა აზრთა თანხვედრაში. თქვენ აფიქსირებთ ამ ადამიანის საწინააღმდეგო პოზიციას. ნიკანორ მელიას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა და ქართული ოცნება მით უმეტეს. არავის არ ჭირდება მისი თანხმობა და ვერსად ვერ ნახავთ თქვენ, რომ მას მოეთხოვება რაიმე თანხმობა. მაგრამ თქვენ როდესაც თანხმობაზე საუბრობდით დღეს, საუბრობდით მხოლოდ ერთი ადამიანის ღირსებას და დაგავიწყდათ ჩვენი საზოგადოების ღირსება და ინტერესები, არაფრად მიგაჩნიათ დაზარალებული პოლიციელები, არაფრად მიგაჩნიათ ის სამოქალაქო პირები, რომლებთან კონსულტაციის გარეშეც ჯერ პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი და ახლა ამ პოლიტიკური შეთანხმებიდან აღებულ ვალდებულებას გაქცევას ცდილობთ და პასუხისმგებლობა გადაგაქვთ ამ სამოქალაქო პირებზე. არც მათ ღირსებას არ იცავთ" - ამბობს ანრი ოხანაშვილი. პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი ისე გავიდა დღეს პირველ მოსმენაზე, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება საერთო პოზიციაზე. პარლამენტის წევრი აზრთა განსხვავებულობისა და პარლამენტში კანონპროექტის შესახებ დებატების ფონზე, პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია "ევროპელი სოციალისტებიდან" გამოვიდა ინიციატივით, რომ ვინაიდან ეს საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან მისი განხილვა. "რამდენჯერ იყო გადაცდომე...
წყარო

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 21 საათის წინ