მოსამართლე გვრიტიშვილს არ უკვირს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მელიას საქმეზე "თადარიგი დაიჭირა"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდებამდე საპოლიციო ძალების მზადებით “თადარიგი დაიჭირა”. ასე უპასუხა მოსამართლემ “ფორმულას” წამყვანის კითხვას, თუ სასამართლო დამოუკიდებელია, რითი აიხსნებოდა მელიას დაპატიმრებამდე გადაწყვეტილების მიღებამდე დაკავებისთვის მზადება. “პროკურატურა და მმართველი პარტია თვლიდა, რომ გამომდინარე იქედან, რომ მელიამ დაარღვია გირაოს პირობები, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარდაუვალი შედეგი იყო პატიმრობის გამოყენება სასამართლოსგან. წინასწარ შეიძლება პოლიტიკური გუნდი იჭერდა თადარიგს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რა ფორმით აღესრულებინა, რა ვადებში და საშუალებების გამოყენებით… ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარ განხორციელდა კომუნიკაცია სასამრთლოსთან... როდესაც არის პროგნოზირებადი, რომ მელიას მიმართ გამოყენებული იქნება პატიმრობა... პროგნოზირებადია შედეგი, რომ მოხდება პატიმრობის გამოყენება და რა გასაკვირია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება თადარიგს იჭერდეს”, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა. 17 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებამდე პარტიის ოფისთან რამდენიმე მეტრში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში საპოლიციო ძალების გადაადგილება შეიმჩნეოდა. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში კი სწორედ ამ დეპარტამენტის რამდენიმე ათეული თანამშრომელი “ნაციონალურ მოძრაობაში” ნიკა მელიას დასაპატიმრებლად მივიდა. მოგვიანებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის “რუსთავი 2”-თან საუბრის დროს გაირკვა, რომ მმართველი პარტია ამ საკითხზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათის წინ მიიღეს. ...
წყარო

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ