თამაში რომ არის: “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით

თამაში რომ არის: “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით, – ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება არანაკლებ 4 დეპუტატს შეუძლია. ელისაშვილის თქმით, მიუხედავად შენიშვნებისა, ცვლილებებს მიესალმება და მხარს დაუჭერს. “თავად ფაქტი, რომ დაიწიოს დეპუტატების რაოდენობამ ფრაქციის შესაქმნელად, ეს არის კარგი, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს მეტად გაეხსნას ხელ-ფეხი პარლამენტის საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის. იდეა არის კარგი, თუმცა, ჩვენ დავსვით კითხვა და ვისურვებდით ამ ცვლილებებში აისახოს – რატომ 4 და რატომ არა მაგალითად, 3 ან 2 ან 1. თუკი არსებულ რეალობაზე რეგლამენტის მორგებას ვგულისხმობთ, ნათელაშვილი მაგალითად, არ კადრულობს, მართალია და არ შემოდის, მაგრამ ერთი ადამიანია. ჩვენ „მოქალაქეებს“ 2 დეპუტატი წარმოვადგენთ და ა.შ. თამაში რომ არის “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით, რატომ 4 და არა 2?” – განაცხადა ელისაშვილმა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას პრივილეგიები არ იზიდავს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სურს ფრაქციის შექმნის საშუალება მიეცეს, ნდობის ჯგუფში მონაწილეობაა. “ჩვენ არც ბენზინით ვსარგებლობთ და რა პრივილეგიებიც გვეკუთვნოდა, იმაზეც უარს ვამბობთ, ტელეფონის თანხის ჩარიცხვაზეც უარს ვამბობთ და ა.შ. ჯერ ერთი გვინდა რომ დავზოგოთ ეს თანხა, მეორეც არ გვჭირდება, ვირიცხავ ჩემთვის 25 ლარს და მყოფნის მთელი თვე და ბენზინს თავზე ხომ არ დავისხამ? – აგერ ვცხოვრობ (პარლამენტთან) 200 მეტრში,” – განაცხადა ელისაშვილმა....
წყარო

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 9 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 17 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 18 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ