ვარლამ გოლეთიანი: არ ვაპირებთ ფიზიკურ დაპირისპირებას, მაგრამ არც გულხელდაკრეფილი ვისხდებით

"ნამოხვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეთა ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ არ აპირებენ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სამართალდამცავებს. ამის შესახებ მან მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც რიონის ხეობაში, გუმათში სიტუაცია დაიძაბა და პოლიციამ ორი პირი დააკავა. "მე მთელი ეს ბოლო პერიოდია ვაკეთებ მოწოდებას, რომ დავიხიოთ უკან. ჩვენ არ ვცდილობთ იმას, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი ვისხდებით და არ გავაკეთებთ არაფერს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადავინაცვლოთ ბარიკატის იქეთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანი ფორმებით... ყოველდღე იქნება ეს პროცესი..." - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ასევე ნახეთ ხმაური გუმათში  - ვრცელდება ინფორმაცია აქციის ორი მონაწილის დაკავების შესახებ ხმაური იყო ცოტა ხნის წინ სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული. „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებზე მუშტებს აბრახუნებდნენ, რა დროსაც, პოლიცია ბარიკადების მეორე, აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდა. იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ხელების მაღლა აწევით სამართალდამცველებს ანიშნეს, რომ მიეცათ ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება, რაზეც მათ უარი მიიღეს. три რამდენიმე წუთის წინ ასევე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც, რომლითაც შსს გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. ასევე ნახეთ შსს იძიებს რა ზიანი მიაყენეს რკინის ჯებირებს რიონის მცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კა...
წყარო

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 2 საათის წინ