ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ულოცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მოძმე აზერბაიჯანელ ერს მიულოცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე. საქართველოს პრემიერ მინისტრი აზერბაიჯანს უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობს და წარმატებას. „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ამასთან, მოწოდებული ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურყევი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული კავშირები, რაც წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების შემდგომი პროგრესისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, 1918 წლის 28 მაისს, რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომაც. როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ადგილია დღევანდელ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სადაც რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიაში დანიშნული მეფისნაცვლის რეზიდენცია მდებარეობდა. ...
წყარო

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 21 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 17 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 21 საათის წინ