სტრატეგია აღმაშენებელი” და „ლელო” „ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობიდან ვერ გამოდიან – ამნისტიასთან დაკავშირებით მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს

“სტრატეგია აღმაშენებელი” და „ლელო” „ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობიდან ვერ გამოდიან – ამნისტიასთან დაკავშირებით მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივ საკითხებზე ოპოზიციასთან იმსჯელოს. „ჩვენ მზად ვართ, მეორე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივ საკითხებზე ვიმსჯელოთ განსაკუთრებით იმ ოპოზიციონერ დეპუტატებთან, ვინც მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ კანონპროექტს პირველი მოსმენით, ესენი არიან „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“, რაც შეეხება „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს, რადგან არათუ თავი შეიკავეს, არამედ წინააღმდეგ მისცეს ხმა. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები „ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობიდან ვერ გამოდიან. კონკრეტულ პირებზე ორიენტირებული არ ვართ და კანონში ჩანაწერს კონკრეტულ პირებზე არ ვაკეთებთ. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც არის სამართლიანი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და რაც მთავარია, პასუხობს ამ დოკუმენტის სულისკვეთებას. ძალიან დიდი ამბიციები და წარმოდგენები აქვთ კონკრეტულ პირებს, თუ ჰგონიათ, რომ მათ შესახებ არის რომელიმე კანონპროექტში ჩანაწერი,”- განაცხადა ოხანაშვილმა....
წყარო

Diko

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 6 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ