პოლიციამ გუმათში აქციის მონაწილე 8 პირი დააკავა

პოლიციამ გუმათში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგ 8 პირი ადმინისტრაცული წესით დააკავა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. ხმაური იყო ცოტა ხნის წინ სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული. „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. სწორედ ამ დროს დააკავეს აქციის მონაწილეები. ასევე ნახეთ შსს იძიებს რა ზიანი მიაყენეს რკინის ჯებირებს რიონის მცველებმა აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებზე მუშტებს აბრახუნებდნენ, რა დროსაც, პოლიცია ბარიკადების მეორე, აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდა. იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ხელების მაღლა აწევით სამართალდამცველებს ანიშნეს, რომ მიეცათ ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება, რაზეც მათ უარი მიიღეს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 19 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ