მცხეთაში რამდენიმე დღით "პომპეუსის ხიდი" გამოჩნდა - ჩვეულებრივ ის წყლითაა დაფარული

"მრავალი წელია მცხეთელები ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდნენ დახმარებას და შუამდგომლობას "ენერგოპრო ჯორჯიასთან", რომ ამ ადგილას მტკვარი გაშვებულიყო და პომპეუსის ხიდი გამოჩენილიყო, რათა მომხდარიყო ამ ძეგლის ფოტო-ვიდეო ფიქსაცია და გარკვეული არქეოლოგიური დაკვირვება, რომ გვცოდნოდა, ეს ძეგლი რა დღეშია. დღეს ჩვენ გამოვაჩინეთ პომპეუსის ხიდი თავისი სხვადასხვა დროის შრეებით და გვაქვს 48 საათიდან 72 საათამდე იმისათვის, რომ პირველადი ნაბიჯები გადაიდგას, მაგალითად, მცენარეები მოშორდეს ძეგლს, რომლებიც ფესვებით აზიანებენ ქვას, ასევე არქეოლოგებმა შეძლონ პირველადი სამუშაოების განხორციელება", - თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მედიასთან და მადლობა გადაუხადა კერძო კომპანიას წარმატებული თანამშრომლობისთვის, რაც იმაში გამოიხატა, რომ ამ ადგილას წყალი რამდენიმე დღით დააშრეს და ხიდი გამოაჩინეს. თეა წულუკიანის თქმით, სამომავლოდ იგეგმება უფრო მასშტაბური სამუშაოებიც ხიდზე, მათ შორის, მისი კონსერვაცია. პომპეუსის ხიდი, რომელსაც "მოგვთა ხიდსაც" ეძახიან, მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე დღეს არსებული და მოქმედი გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და დაფარულია მდინარის მიერ. ის ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა მტკვრის დონე დაიწევს. იმის მიუხედავად, რომ ხიდს პომპეუსის სახელი ჰქვია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უფრო ძველია და ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ფუნქციონირებდა. ...
წყარო

Ella

თბილისი
  • 26 წუთის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 15 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 26 წუთის წინ