შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს - კულუმბეგოვი კორონავირუსის ინდურ შტამზე

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამი აჩვენებს, რომ ის 15-დან 50%-მდე უფო მეტად გადამდებია, ვიდრე ვირუსის საწყისი შტამი. მისივე სიტყვებით, მაჩვენებელი დაახლოებით იგივეა, რაც ბრიტანულ შტამში. დაავადების სიმძიმეს რაც შეეხება, როგორც იმუნოლოგ-ალერგოლოგი აღნიშნავს, ჯერჯერობით არავითარი მინიშნება, რომ ინდური ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. "შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, ინდურ ვარიანტზე მოქმედებს თუ არა თანამედროვე ჩოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ინფორმაცია, რომელსაც დღეს ვფლობთ, მტკიცებითი მედიცინის პოზიციიდან მხოლოდ ეხება "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას", მათი ეფექტურობა შემცირებულია. მაგრამ ეფექტურობა "ფაიზერისთვის" შემცირებულია 94%-დან 88%-მდე. "ასტრაზენეკასთვის" 66%-დან 60%-მდე, რაც შეეხება "სინოფარმზე" და "სინოვაკზე" ჯერჯერობით ასეთი ტიპის კვლევა არ გვაქვს", - განაცხადა კულუმბეგოვმა. მანვე აღნიშნა, რომ ტრაექტორიით, რომლითაც დღეს მივდივართ, ვაქცინაციის მოცვითა და ხარისხით, პაციენტების ავადობითა და პირბადის ტარების მაჩვენებლით, ყველა პროგნოზირებადი ინსტიტუტის მიხედვით, აგვისტოს ბოლოდან შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში შეიძლებ გაიზარდოს: "ზაფხულის პერიოდი მეტ-ნაკლებად მშვიდი იქნება. 130 000 ადამიანის ვაქცინაცია ჩვენი ქვეყნისთვის ცოტაა. ეს უნდა გაიზარდოს. თუ შემოდგომამდე დასახულ მიზნებს გარკვეულწილად მივუახლოვდებით, მაშინ გვექნება იმედი, რომ შემოდგომის მეოთხე ტალღა არ იქნება ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ვაქცინაციის ტრაექტორიით დასახული მიზნებიდან შორს ვართ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე დღეში მინიმუმ 10 ათასიდან 15 ათასამდე ვაქცინა უნდა გაკეთდეს", – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. საქართველოში 27 მაისს ინდური შტამის პირველი შემთხვევები დადასტურდა. ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის პისიარ კვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ ინდური შტამით. აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა....
წყარო
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ