ევროკავშირი 3 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს ბელარუსს, თუ ქვეყანა დაადგება დემოკრატიას და რეფორმებს განახორციელებს

ევროკავშირს განზრახული აქვს, 3 მილიარდი ევროს ეკონომიკური დახმარების პაკეტი შესთავაზოს ბელარუსს, თუ ქვეყანა გადავა დემოკრატიაზე და განახორციელებს რეფორმებს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში, მოახდენს სახელმწიფო უწყებებისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების რესტრუქტურიზაციას. „დემოკრატიული ბელარუსის ყოვლისმომცველი ეკონომიკური დახმარების“ პროექტს, რომლის ტექსტსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ევროკავშირში სავარაუდოდ 28 მაისს წარადგენენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „როგორც კი ბელარუსი დემოკრატიის გზას დაადგება, ევროკავშირი პრიორიტეტული თანამიმდევრობით განახორციელებს ქვეყნის გადაუდებელ და გრძელვადიან დახმარებას, რათა დაეხმაროს მას ეკონომიკის სტაბილიზებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებაში, რაც მათ გახდის უფრო დემოკრატიულს და შესაძლებლობას მისცემს, თავისი წვლილი შეიტანონ მოქალაქეთა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“. 3 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომდევნო კვირაში განიხილავენ. ეს გეგმა ევროკავშირში პირველად წარდგენილ იქნა 2020 წლის შემოდგომაზე, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადებულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სასტიკად ჩახშო ქვეყნის მასშტაბით გაჩაღებული საპროტესტო გამოსვლები. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წინადადებების განხილვის დაჩქარების პირობა დადო მალევე მას შემდეგ, რაც 23 მაისს მინსკში იძულებით დასვეს კომპანია „რაინეარის“ კუთვნილი კომერციული რეისი და დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია საპეგა. ეკონომიკური დახმარების პროექტის პარალელურად, ევროკავშირი მუშაობას განაგრძობს ბელარუსის რეჟიმის მხარდამჭერი ცალკეული კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიმართ ინდივიდუალური (წერტილოვანი) და, ასევე, ფართო ეკონომიკური (სექტორალური) სანქციების პაკეტზე, რომელიც მზად სავარაუდოდ ივნისში იქნება. ევროკავშირმა აქამდე უკვე სამჯერ გამოაქვეყნა ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების სიები: 2020 წლის 2 ოქტომბერს, 6 ნოემბერსა და 17 დეკემბერს. საერთო ჯამში, მასში შედის ბელარუსის 55 მოქალაქე, მათ შორის - ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ასევე შვიდი იურიდიული პირი. ამჟამად ევროკავშირი სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს. ...
წყარო

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 3 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ