“მაიკროსოფტი“ აცხადებს, რომ რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის რიგი უწყებების წინააღმდეგ მორიგი კიბერთავდასხმა წამოიწყეს

კომპანია „მაიკროსოფტი“ (Microsoft) აცხადებს, რომ აშშ-ის სამთავრობო უწყებებისა და ანალიტიკური ცენტრების წინააღმდეგ რუსმა ჰაკერებმა წამოიწყეს ახალი კიბერთავდასხმა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ელექტრონული ფოსტის საშუალებით ახორციელებენ. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ტომ ბერტი, თავის 27 მაისის ბლოგში აღნიშნავს, რომ ჰაკერული „თავდასხმის ტალღის“ სამიზნეს წარმოადგენს 150 სხვადასხვა ორგანიზაციის დაახლოებით 3000 ელექტრონული მისამართი. ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი ჩართულია ისეთ საქმიანობაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას, ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სფეროებს მოიცავს. მორიგი კიბერთავდასხმის გამომჟღავნება წინ უძღვის აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრას ჟენევაში, რომლის დაწყებამდე სამ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო ხანს მკვეთრად გაუარესდა რიგი პრობლემების გამო, მათ შორის არის გასულ წელს ამერიკულ კომპანია SolarWinds-ის კომპიუტერებზე მომხდარი კიბერიერიში, რომელშიც აშშ-ისა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებმა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჰაკერები დაადანაშაულეს. კომპანია „მაიკროსოფტის“ ვიცე-პრეზიდენტის ტომ ბერტის თანახმად, რუსული წარმოშობის ჰაკერული ჯგუფი Nobelium, ეს იგივე სუბიექტია, რომელიც SolarWind-ის კლიენტებზე განხორციელებული თავდასხმის უკან იდგა. მენეჯერის თქმით, მორიგი თავდასხმა არის „Nobelium-ის მხრიდან დაწყებული საქმიანობის გაგრძელება, რომლის სამიზნეს საერთაშორისო საქმიანობით დაკავებული სამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენს“. გასული წლის სექტემბერში კომპანია „მაიკროსოფტმა“ (Microsoft) განაცხადა, რომ ჰაკერებმა, რომლებიც რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან არიან დაკავშირებული, მიზანში ამოიღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მის დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიებთან დაახლოებული პირები და ორგანიზაციები. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 21 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 12 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ