გიორგი გახარიას ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ, გახსოვთ – გასული 7 არჩევნები როგორ დასრულდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გიორგი გახარიას გუნდის შანსებზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი გახარიასთან დაკავშირებით მათთვის აქტუალური არ არის, რაც შეეხება გახარიას რეიტინგს, რომელიც მას პრემიერ-მინისტრობის დროს ჰქონდა, როგორც კობახიძე აღიშნავს, სურათი ახლა არსებითად შეცვლილია. „ჩვენ შეფასებები გავაკეთეთ, აქტუალური ეს ჩვენთვის არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ, გახსოვთ, გასული 7 არჩევნები როგორ დასრულდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ ეს (გახარიას) ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაიმე მიზერული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ პრინციპულად ჩვენს საარჩევნო მიზანს მივაღწევთ და ამას არ ექნება არათუ განმსაზღვრელი, არამედ რაიმე ფორმის არსებითი მნიშვნელობაც კი. ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ რომ შექმნილიყო ეს რეიტინგი, საბოლოო ჯამში, ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერ- მინისტრი, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავს ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია ეს რეიტინგი გადავამოწმოთ და ვნახოთ რა არის სურათი, ჩვენ გვაქვს ეს სურათი და მინდა გითხრათ, ის შეცვლილია არსებითად. ჩვენ გვაქვს ჩვენი საარჩევნო მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება და ეს საარჩევნო მიზანი არ არის 43 პროცენტის აღება. ჩვენ ამაზე ამბიციური საარჩევნო მიზანი გვაქვს, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება”, – განაცხადა კობახიძემ....
წყარო

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 19 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 13 საათის წინ