ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით

ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შარლ მიშელის დოკუმენტი. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის, როგორც კობახიძე განმარტავს, კუჭავას მხრიდან არა რაიმე შეთავაზება, არამედ კონკრეტული კითხვა იყო დასმული. „გუშინ, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კითხვა დაისვა, თუ რა შემთხვევაში დაუჭერდა მხარს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ოპოზიცია – ეს არ იყო ინიციატივა, კითხვა იყო დასმული და ამაზეც კი მიიღო უარყოფითი პასუხი, ჩვენთვის მთავარი, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შარლ მიშელის დოკუმენტი. დოკუმენტში მარტივი რამე წერია – ამნისტიის შესახებ კანონი ყველას უნდა შეეხოს. ამის მიუხედავად, გარკვეულ გამონაკლისებს მაინც ვუშვებთ, თუ საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა სხეულის განზრახ დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ასეთ შემთხვევაში ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც შეიძლება ასეთი დანაშაული ჩაიდინა. თუ ვინმე პრინიპულად უპირისპირდება ევროკავშირს, მიშელის შეთანხმებას და ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს კანონპროექტის მოქმედება. ეს არის მარტივი პრინციპი, რაც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს,”- განაცხადა კობახიძემ....
წყარო

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ