გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას ხვალ გამართავს

ხვალ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დაფუძნდება.ღონისძიება 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში გაიმართება. თუ ვინ შეუერთდება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს დაზუსტებით ხვალ გახდება ცნობილი. თუმცა, დღესვე გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია....
წყარო

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ