გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ახდენს ზეწოლას

გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ახდენს ზეწოლას. ისინი ცდილობენ მიშელის შეთანხმების ეს პუნქტი, რომელიც ამნისტიას უკავშირდება, შესრულდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მცირე ნაწილის ხარჯზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, არ შეიძლება ეს კანონი მხოლოდ ნიკანორ მელიასთვის ან მეორე მხარეს ერთი ადამიანისთვის იყოს შექმნილი. „ამ მომენტისთვის პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, რომელიც პირველი მოსმენით იქნა მიღებული, სრულად ასახავს იმ პირობას და იმ მოთხოვნას, რომელიც მიშელის დოკუმენტშია მოცემული. კარგია, რომ ოპოზიციის ნაწილმა ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც პარტლამენტშია წარმოდგენილი, მხარი დაუჭიროს ამნისტიის პროექტს. მესმის, რას ემსახურება ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ახდენს ზეწოლას. ისინი ცდილობენ მიშელის შეთანხმების ეს პუნქტი, რომელიც ამნისტიას უკავშირდება, შესრულდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მცირე ნაწილის ხარჯზე. ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა. საერთოდ დღეს როცა ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების ნომერ პირველი საკითხი არის პოსტკოვიდური ეკონომიკის აღდგენა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ამ ფონზე, როცა ამდენი დრო და ენერგია იხარჯება ავუხსნათ ოპოზიციას რატომ არის ამ პუნქტების შესრულება საჭირო და თან ავუხსნათ ის, რაც მათ კარგად იციან. ვფიქრობ, არ არის სწორი, ეს არ არის თანხვედრაში ჩვენი მოქალაქეების მოლოდინთან. ჩვენი რჩევა იქნება – დროულად შევასრულოთ ის საკითხები, რაზეც სხვადასხვა ინტერპრეტაციები არ უნდა იყოს. ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველა მხარეს. არ შეიძლება ეს კანონი მხოლოდ ნიკანორ მელიასთვის ან მეორე მხარეს ერთი ადამიანისთვის იყოს შექმნილი. ეს არ არის მოწოდებული იმიტომ, რომ უთანხმოება და პოლიტიკური დაპირისპირება ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დასრულდეს და ჩვენმა პოლიტიკურმა სისტემამ მომავალზე გააკეთოს აქცენტები. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი და არ უნდა ვხარჯავდეთ დროს ისეთ საკითხზე, როცა მოქალაქეები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ელოდებიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ....
წყარო

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 13 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ