7 720 ლარის შოკოლადი, საკვები და წყალი დმანისში დაპირისპირების დროს მომუშავე 80 პოლიციელისთვის

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა 7 720 ლარის შოკოლადი, საკვები და წყალი შეიძინა იმ 80 პოლიციელისთვის, რომლებიც დმანისში 16-17 მაისს მომხდარი დაპირისპირების დროს საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან ქალაქში მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება დმანისში ამ დროისთვის მშვიდია, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში განთავსებული სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 3 ივნისის ჩათვლით დმანისში რჩება 80 პოლიციელი და 24 საათის განმავლობაში ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. "გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია დმანისის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის, მომხდარმა დაპირისპირებამ. გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება ცნობილი გახდა 2021 წლის 24 მაისი N:1296669 ბრძანების საფუძველზე, რომლითაც დაგვევალა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა საკვებით, შოკოლადითა და წყლით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება. შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად შესყიდვის განხორციელება აუცილებელია 2021 წლის 25 მაისიდან 03 ივნისი ჩათვლით, 80 თანამშრომელთათვის - 10 დღის ვადით, 7720.00 ლარის ოდენობით", - ვკითხულობთ შესყიდვის არგუმენტაციაში. დმანისში 16-17 მაისს მომხდარი დაპირისპირების არც ერთი მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს დღემდე დაკავებული არ ჰყავს - ადგილზე ჩასულმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეთნიკურად ქართველ და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირება მოლაპარაკებების გზით "მოაგვარეს" და დაპირისპირებაში მონაწილე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. Embed share რას ჰყვება დმანისში მაღაზიასთან ნაცემი ერთ-ერთი კაცი მომხდარზე Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება   Twitter-ზე გაზიარება   The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:03:51 0:00 დაპირისპირება დმანისში ყოფით ნიადაგზე, მაღაზიიდან პროდუქტის "ნისიად" ვერაღების გამო დაიწყო და მალევე გადაიზარდა აგრესიულ ფიზიკურ დაპირისპირებაში ეთნიკურად ქართველებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის, რომლებიც წლებია ერთად ცხოვრობენ ამ ქალაქში და ამტკიცებდნენ, რომ ამ დრომდე მათ შორის არანაირ დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებდა, ემოქმედათ პროაქტიულად დაპირისპირების განსამუხტად და პრევენციულად ეთნიკური მოტივით დაპირისპირებებ...
წყარო

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 5 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ