არასამთავრობოები: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობით შექმნილი ვითარება

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას 26 მაისს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციასთან დაკავშირებული პროცესების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ მან პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად გადაიტანა კონკრეტულ მოსამართლეებსა და სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფზე. არასამთავრობოების შეფასებით, თავის მხრივ, ხელისუფლების უმოქმედობა კლანის მხარდაჭერის დემონსტრირებაა: „დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ფასადური რეფორმებით საერთაშორისო პარტნიორები და ქართული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მას სასამართლოს სიტემის რეფორმირების სურვილი აქვს. ამავდროულად, ხელისუფლება არ აღიარებს სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას - მოსამართლეთა კლანის არსებობას. მმართველმა გუნდმა, პირველ რიგში, უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარება და შემდგომი სასამართლო რეფორმები სწორედ ამ გამოწვევების გააზრებით უნდა განახორციელოს“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ხელისუფლების უმოქმედობა და რეალური პასუხისმგებლობისგან გაქცევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის პერსპექტივას, რაც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ეს მოცემულობა, მათი შეფასებით, მიუთითებს ხელისუფლების ნების არქონაზე, გაატაროს რეალური რეფორმა და გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. განცხადებაში ცალკეა გამოყოფილი სასამართლო ხელისუფლებაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის უკიდურესი დეფიციტის პრობლემა, რაც 26 მაისს გამართულ კონფერენციაზეც გამოვლინდა. კერძოდ, არასამთავრობოები შენიშნავენ, რომ მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრობის კანდიდატს მხარი ყოველგვარი კითხვისა და დაინტერესების გარეშე დაუჭირა იმ ფონზე, როდესაც მათთვის წინასწარ არც კი იყო ცნობილი კანდიდატების ვინაობა. „26 მაისის კონფერენცია მიანიშნებს არამარტო იმაზე, რომ სასამართლოში არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, არამედ იმაზეც, რომ სისტემაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის დაფიქსირება უკიდურესად რთულია“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს 8 ორგანიზაცია აწერს. ესენი არიან: "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC), "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "ღია საზოგადოების ფონდი", "უფლებების საქართველო", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება". განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 59 წუთის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ