ვლადიმირ პუტინი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა პარასკევს საღამოს ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა პარასკევს სამუშაო ვიზიტით ჩადის რუსეთში, სადაც პირისპირ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ბელარუსის ოფიციალური წყაროების ცნობით, ორმხრივი შეხვედრა სოჭში საღამოს გაიმართება. რუსეთში გამგზავრებამდე კი ლუკაშენკა მინსკში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრებს მიიღებს. გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, ეს იქნება პუტინ-ლუკაშენკას მესამე შეხვედრა მიმდინარე წელს, რომელზეც ორი ლიდერი ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების გარდა, კვლავ ორი ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე იმსჯელებს. ბოლო წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინი ზეწოლას ახდენს ლუკაშენკაზე, რათა გადადგას ნაბიჯები ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, 20 წლის წინ საკავშირო სახელმწიფოს შექმნისკენ მიმართული შეთანხმების შესადუღაბებლად. ლუკაშენკა ეწინააღმდეგებოდა ამ ზეწოლას, მაგრამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკისა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში დაწყებულმა უპრეცედენტო მასშტაბის აქციებმა შეასუსტა ბელარუსის ლიდერის პოზიციები მოსკოვთან მოლაპარაკების პროცესში. 66 წლის ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში - რასაც მოჰყვა თითქმის ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნებით. ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. დასავლეთი უარს ამბობს ლუკაშენკას აღიარებაზე ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად. ...
წყარო

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 7 წუთის წინ

Eva

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ