ღარიბაშვილი: არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელიც მრავალი წელი იყო ემიგრაციაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ - „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის როლსაც შეეხო. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მრავალი წლის განმავლობაში იყო ემიგრაციაში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში: „მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი როლი შეასრულა, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულისხმიერებითა და გულწრფელობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველოს ძლიერი დიასპორა ჰყავდეს მთელ მსოფლიოში. პრემიერ-მინისტრისვე შეფასებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რეპუტაცია ქვეყნის უდიდესი კაპიტალია და ძლიერი დიასპორა ძლიერ საქართველოს ნიშნავს. ონლაინკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ემიგრაციაში მყოფ იმ ქართველთა შორის, რომელთაც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში წვლილი შეიტანეს, დაასახელა ასევე გენერალი გიორგი კვინიტაძე და საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე რამდენიმე სახელგანთქმულ ქართველზე: „ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, ჩვენი დიდი ქართველების მოღვაწეობას, რამდენიმე გვარი შეიძლება რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს თავს - ალექსანდრე ქართველი - ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა; ჯორჯ ბალანჩინი - უდიდესი ქორეოგრაფი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი; კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი - ნიუ-იორკის ვიცე-მერი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის მართვასა და განვითარებაში; ჯონ მალხაზ შალიკაშვილი - სახელოვანი სამხედრო მოღვაწე, პირველი საზღვარგარეთ დაბადებული ადამიანი, რომელმაც უმაღლეს საფეხურს მიაღწია და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანების კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. დღესაც არაერთი ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებში მუშაობით, შემოქმედებითი თუ სპორტული მიღწევებით არა მხოლოდ საკუთარი დარგის წინსვლას ემსახურებიან, არამედ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე. თბილისში 27-28 მაისს იმართება დიასპორი...
წყარო

Eva

თბილისი
  • 3 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 19 საათის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ