IDFI: ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 5,5 მილიონის პრემია გასცა, პროკურატურამ - 3,5 მილიონის დანამატი

20 მილიონზე მეტი ლარი პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით გაიცა 2020 წელს, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმ სახელმწიფო უწყებებში, ვინც ინფორმაცია მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს", - IDFI 77 სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ანგარიშს აქვეყნებს. ყველაზე მეტი პრემია, 5,5 მილიონი ლარის ოდენობით, პანდემიის დროს ეროვნულმა ბანკმა გასცა, სადაც წინა წლებშიც არსებობდა მაღალი ოდენობის პრემიების გაცემის პრაქტიკა - 2019 წელს ამ უწყებამ საკუთარ თანამშრომლებს 4,9 მილიონი ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო მისცა. 2020 წელს გაცემული პრემიებიდან ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94 760 ლარი მიიღო. 3,5 მილიონი ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი გასცა გენერალურმა პროკურატურამ 2020 წელს, რაც მილიონ-ნახევრით ნაკლებია ამ უწყების მიერ წინა წელს გაცემულ დამატებით ანაზღაურებასთან შედარებით. კვლევაში საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2020 წელს პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს, IDFI-ს შეფასებით, არ მიეცათ მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%. "2020 წელს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი არაერთგვაროვნად აისახა სხვადასხვა უწყების სახელფასო პოლიტიკაზე", - ნათქვამია ანგარიშში. ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 15 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 4 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 20 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ