"ლელო" ნამახვანჰესის საკითხის პარლამენტში განხილვას ითხოვს

ფრაქცია „ლელო” დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, რომელსაც ეკონომიკის, იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრები დაესწრებიან. ფრაქცია კითხვებზე პასუხების მისაღებად პარლამენტში იწვევს პროექტის მოწინააღმდეგეებსაც. როგორც „ლელოში“ აცხადებენ, „ნამახვანჰესის“ აშენება ქვეყნის ენრგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არა ბარიკადებისა და დაპირისპირების ფონზე, არამედ საერთაშორისო სტანდარტების დონის შეთანხმებით. „ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია, აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“. ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და პარტია „ლელოს“ პოზიციაა, დიახ, უნდა აშენდეს და არა ისე, როგორც დღეს ხდება ეს, არა ბარიკადების ფონზე, არა ძალადობის და დაპირისპირების ფონზე, არამედ უნდა აშენდეს იმ მდგომარეობაში, როცა ეს პირველ რიგში ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, იმ გარემოზე იქნება ორიენტირებული და ეს პროექტი იქნება განხორციელებული საერთაშორისო ძალიან მაღალი სტანდარტით. როცა, ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებობს ამდენი კითხვა და, მეორე მხრივ, საქართველოში ოთხმოცზე მეტი ენერგო, ჰიდრო თუ სხვა მსგავსი პროექტები არ განხორციელებულა, რომლის უკანაც დგას მილიარდობით საინვესტიციო თანხა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ჩვენს ენერგოპოლიტიკას. საუბარი იმაზე, რომ „ნამახვანჰესი“ იქნება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელსაც ადგას, გაგრძელდება. ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში. ჩვენი ფრაქცია გიწვევთ, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეთ მწვანე შუქი. საქართველოში bussines doing ინდექსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უკვე ჩვენი ინვესტორების მხრიდან და ბოლო მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში არ შემოდის ინვესტიციები. ეს უნდა იყოს შემოტრიალების მაგალითი, სადაც ხალხი, რომელიც ამას აპროტესტებს, მთავრობა, ინვესტორი და ყველა ჩართული მხარე შეთანხმდება ოქროს ფორმულაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ორი საათის წინ მან ფეისბუკის გვერდზე სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ დისკუსია იმის შესახებ, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“, უნდა დასრულდეს და დაიწყოს ფიქრი იმაზე, როგორ აშენდეს ძალისა და ბარიკადების გარეშე. три ...
წყარო

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 7 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ