გოლეთიანი: ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომელმა პარტიამაც არ უნდა დაგვიჭიროს მხარი…

მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომელმა პარტიამაც არ უნდა დაგვიჭიროს მხარი, არ ვთანამშრომლობთ პარტიულ დღის წესრიგთან – არ მიგვაჩნია პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა შედეგის მომტანად, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ისინი, როგორც სახალხო მოძრაობა თავად არიან პოლიტიკური პროცესის მონაწილეები. „ვხედავთ, სოციალურ მედიაში აგორდა თითქოს ჩვენი კავშირი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. კონკრეტულად, გავრცელდა ფოტო-მასალა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთან, ვსაუბრობდი მასთან ამ ტერიტორიაზე – ეს ასე იყო და ზოგადად აქ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოდიან ხოლმე. ჩვენ ბუნებრივია, აქედან არ გავრბივართ, არ ვიმალებით, რა სათქმელიც აქვთ ამ ხალხს გვეუბნებიან და ჩვენც ვეუბნებით ჩვენს დამოკიდებულებას. მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა: რომელმა პარტიამაც არ უნდა დაგვიჭიროს მხარი, ყველამ კარგად უნდა იცოდეს ერთი რამ, ჩვენ თავიდანვე გაცხადებული პოზიცია გვქონდა აი ამ კომუნიკაციებთან დაკავშირებით, რომ არ ვთანამშრომლობთ პარტიულ დღის წესრიგთან, არ მიგვაჩნია პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა შედეგის მომტანად, აი, ამ საკითხში და ამ ამბავში. შესაბამისად, ყოველგვარ თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალასთან ჩვენ გამოვრიცხავთ. ჩვენ ვართ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები თავად, როგორც სახალხო მოძრაობა და ამ ნაწილში, რომ ვთქვათ, რომ ზოგადად არ ვმონაწილეობთ პოლიტიკაში – ეს ასე არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ პარტიულ დღის წესრიგთან არ ვერთიანდებით“, – განაცხადა გოლეთიანმა....
წყარო

Rita

თბილისი
  • 7 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 7 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 11 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 7 საათის წინ