ლუკაშენკა და პუტინი შეხვედრას მართავენ, თვითმფრინავის სკანდალის ფონზე

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკა ჩავიდა რუსეთის შავი ზღვის კურორტ სოჭში, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართავს შეხვედრას - იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ მინსკისთვის ახალი სანქციების დაწესებას, კომერციული თვითმფრინავისთვის მარშრუტის შეცვლის იძულების და ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტის დაკავების გამო. 28 მაისის შეხვედრა დანიშნული იყო მანამ, სანამ ლუკაშენკა საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა თვითმფრინავის გამო. დაპატიმრებულ ჟურნალისტს, 26 წლის რამან პრატასევიჩს ბრალად ედება სამოქალაქო არეულობის მოწყობა, რაც 15 წლამდე ითვალისწინებს პატიმრობას. მისი ადვოკატი, ინესა ალენსკაია ამბობს, რომ პრატასევიჩს პირველად 27 მაისს შეხვდა. "ყველაფერი რიგზეა, ის კარგ განწყობაზეა, დადებითად და ენერგიულად" - ამბობს ადვოკატი, თუმცა დასძენს, რომ არ შეუძლია თქვას სად იმყოფება ჟურნალისტი, ან გაამხილოს სხვა დეტალები. ევროკავშირი ბელარუსისთვის შესაძლო ეკონომიკურ სანქციებზე მსჯელობს, თვითმფრინავის გატაცების პასუხად. ლისაბონში მყოფი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ მიზანში უნდა ამოიღონ ბელარუსის ლიდერებისთვის ყველაზე მომგებიანი სფეროები- მაგალითად ნავთობისა და კალიუმის სექტორები. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ