სკოლებში იკლო კორონავირუსის შემთხვევებმა - განათლების სამინისტრო

სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში. კერძოდ, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი. რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 129. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. "მკაცრად დაცული რეგულაციები, სამინისტროს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, სკოლების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე, პედაგოგთა მუდმივი ტესტირება და ვაქცინაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში....
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 3 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 14 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 8 საათის წინ