გუმათში დაკავებული 8 პირის სასამართლო გადაიდო, დაკავებულები გაათავისუფლეს

გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე 27 მაისს გვიან ღამით დაკავებული რვავე პირი ამ დროისათვის თავისუფალია. ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ სხდომა 4 ივნისისთვის გადადო, საქმის განხილვამდე კი ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვავე პირი გაათავისუფლა. როგორც ადვოკატმა ზაალ გორგიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, 6 აქტივისტის სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი გახდა დაცვის მხარის შუამდგომლობა. მათ დამატებითი დრო ითხოვეს საგამოძიებო უწყებების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაცნობად. რაც შეეხება დანარჩენ 2 აქტივისტს, ადვოკატის თანახმად, მათი საქმის განხილვა სამუშაო საათების დასრულების გამო გადაიდო. პოლიციამ გუმათში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე 8 პირი ადმინისტრაცული წესით 27 მაისს დააკავა. ასევე ნახეთ პოლიციამ გუმათში აქციის მონაწილე 8 პირი დააკავა დაკავება მოჰყვა „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირებას მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეებმა ხელების მაღლა აწევით სამართალდამცველებს ანიშნეს, რომ მიეცათ ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება, რაზეც უარი მიიღეს. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. 27 მაისს, შსს-მ გამოძიება დაიწყო ასევე გუმათში, „უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების“ დაზიანების ფაქტზე. ასევე ნახეთ შსს იძიებს რა ზიანი მიაყენეს რკინის ჯებირებს რიონის მცველებმა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა, 26 მაისს კი ისინი კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილი აქვთ როგორც ქუთაისიდან, ისე რაჭიდან და არ დაუშვებენ ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ სპეცტექნიკის და ავტომანქანების შესვლას, რათა კომპანიამ მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლოს. ასევე ნახეთ "ნამახვანჰესი" - "კაბალური" და "უკანონო" ხელშეკრულება თუ "გააზრებული" დათმობა 27 მაისს, შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო გუმათში, „უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების“ დაზიანების ფაქტზე. ...
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ