კრიტიკის ფონზე, ბრიტანეთის პრემიერმა უმასპინძლა უნგრეთის პრემიერს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 28 მაისს შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, კრიტიკის ფონზე, რომელიც მას შეხვდა ცენტრალური ევროპის ამ ავტორიტარული მიდრეკილებებით გამორჩეული ლიდერის დაუნინგ სტრიტზე მიწვევის გამო. ჯონსონის ოფისი განცხადებაში წერს, რომ ორმა ლიდერმა ისაუბრა მათ შორის უსაფრთხოების და კლიმატის ცვლილებების თემებზე და დასძენს, რომ ბრიტანეთის პრემიერმა ორბანთან წამოჭრა ადამიანის უფლებების საკითხი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2010 წლიდანაა ხელისუფლებაში, გამოირჩევა ანტიიმიგრანტული, მემარჯვენე პოპულისტური შეხედულებებით და მუსლიმ მიგრანტებს უწოდებს შემოჭრილ ძალას, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის ქრისტიანულ კულტურულ იდენტობას. უნგრეთი ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ ორბანს ხშირად ექმნება კონფლიქტი ბრიუსელთან, მედიის და სასამართლოს თავისუფლების შეზღუდვის გამო. მას თავის ახლო წრეებში ნეპოტიზმის და კორუფციის დაშვებისთვისაც აკრიტიკებენ. ორბანს ახლო კავშირები აქვს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რუსეთთან და ჩინეთთან, და უნგრეთმა ორჯერ დაბლოკა ევროკავშირის სურვილი დაეგმო პეკინის ქმედებები ჰონგ-კონგში. წარსულში ორბანი ჯონსონს აქებდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გაყვანის გამო. ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტიის პრესმდივანმა, ლისა ნენდიმ განაცხადა, ჯონსონმა ორბანთან უნდა წამოჭრას "დემოკრატიული ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის" სისტემატური მცდელობების საკითხიო. ...
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 15 დღის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 29 წუთის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 20 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 20 საათის წინ