ომბუდსმენი საფრთხის შემცველად მიიჩნევს ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებებს ბავშვთა უფლებებზე

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გირჩის ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ბავშვების უფლებებსა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაზე გაკეთებული განცხადებების გამო პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოითხოვა, რომ "საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის" საფუძველზე მისი განცხადებები განიხილონ. პარლამენტის ეთიკის საბჭოს ვახტანგ მეგრელიშვილის ბავშვთა საკითხებზე გაკეთებული განცხადებების გამო რეაგირებას სთხოვს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის." ვახტანგ მეგრელიშვილი ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა "ჩათის ანონსში ამბობს, რომ "თუ თემში ბავშვების ტაკოზე მიტყეპა მისაღებია, ეს ჩემი საქმე არ არის" და რომ "ბავშვებს უფლებები საერთოდ არ აქვთ". "ხაზგასასმელია, რომ საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მსგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას. ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ასევე ეწინააღმდეგება "საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით" პარლამენტარისთვის დადგენილ ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას", - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე ნახეთ PHR პარლამენტის ეთიკის საბჭოს სთხოვს, შეისწავლოს ვახტანგ მეგრელიშვილის არაეთიკური განცხადებები ბავშვებზე ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 18 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 19 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 13 საათის წინ