გერმანია ოფიციალურად აღიარებს კოლონიური პერიოდის გენოციდს ნამიბიაში

გერმანია ოფიციალურად აღიარებს, რომ მან გენოციდი განახორციელა მკვიდრი მოსახლეობის, ჰერერო და ნამა ეთნიკური ჯგუფების მიმართ, გერმანიის მიერ ნამიბიის კოლონიური ოკუპაციის პერიოდში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა 28 მაისს გამოაცხადა, რომ გერმანია პატიებას სთხოვს სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანას და ათი ათასობით მსხვერპლთა შთამომავლებს, და ქვეყნის განვითარებას მხარს დაუჭერს 1,34 მილიარდი დოლარის მოცულობის პროგრამით. ორი ქვეყნის დელეგაციებმა მანამდე ხელი მოაწერეს პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებები - თუმცა ამ დეკლარაციებს ახლა ორივე სახელმწიფომ უნდა მოაწეროს ხელი და მისი რატიფიკაციაც უნდა მოახდინოს. ნამიბია გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იყო 1884-დან 1915 წლამდე. ხოცვა-ჟლეტა დაიწყო 1904 წელს, ჰერერო და ნამა ჯგუფების ამბოხების შემდეგ, გერმანელების მიერ მათი მიწის დაპყრობის და პირუტყვის დაუფლების წინააღმდეგ, ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ გერმანული სამხრეთ დასავლეთ აფრიკად იყო ცნობილი. ეთნიკური ჯგუფები უდაბნოში განდევნეს და შინ დაბრუნების მცდელობა სიკვდილით დასჯით ან საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტვით მთავრდებოდა. გაერო გენოციდს განსაზღვრავს აქტების ნაკრებად - მათ შორის მკვლელობებად - რომლებიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის სრულად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით. ...
წყარო

Babi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 8 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ