იუსტიციის სამინისტრო "ნამახვანჰესთან" დაკავშირებული დასკვნისთვის საერთაშორისო კომპანიას ეძებს

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვის პროცესს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ესპლუატაციასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით. ამ პროცესში მონაწილეობა შესაძლებელია საერთაშორისო იურიდიული კომპანიებისთვის („კონსულტანტები“). იურიდიული მომსახურების თაობაზე კომპანიების წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 10 ივნისამდე განისაზღვრა. საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიებმა უნდა შეაფასონ პროექტი და მოამზადონ იურიდიული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიათა წარმომადგენლებს აუცილებლად მოეთხოვებათ ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის სათანადო გამოცდილება. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პირობების თანახმად, შესარჩევ პროცესს ავტომატურად გამოეთიშებიან „ნამახვანჰესის“ პროექტთან რაიმე სახით შემხებლობაში მყოფი კომპანიები. „რიონის ხეობის მცველები“, მათი მხარდამჭერები, მესამე სექტორის ნაწილი და გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები „კაბალურსა“ და "უკანონოს" უწოდებენ სახელმწიფოს მიერ კომპანია „ენკა რინიუებლზთან“ (მანამდე შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“) 2019 წლის აპრილში გაფორმებულ ხელშეკრულებას. ამის კიდევ ერთ დასტურად ისინი მიიჩნევენ „მთის ამბების“ მიერ 25 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ხელშეკრულების პროექტზე იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული შენიშვნებია ასახული. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ შენიშვნების „აბსოლუტური უმრავლესობა“ რეაგირების გარეშე დარჩა. „რიონის ხეობის მცველების“ პროტესტი უკვე 215 დღეა გრძელდება. ისინი პროექტის სრულად შეჩერებასა და მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. ამ ეტაპზე კომპანია „ენკა“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აგრძელებს. ...
წყარო

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 16 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 6 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ