გოლეთიანი: ჩვენი მიზანია ყველანაირად შევზღუდოთ „ენკას“ ტრანსპორტის გადაადგილება

„რიონის ხეობის მცველები“ გზებზე კონტროლის გაძლიერებას გეგმავენ. როგორც საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, სოფელ გუმათთან, კომპანია „ენკას“ საწყობთან მეტი აქტივისტი შეიკრიბება, ვიდრე აქამდე იყო. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გადაწყვეტილება 29 მაისის დილით მიიღეს, მას შემდეგ, რაც „ენკას“ საწყობის ტერიტორიიდან გამოსულმა ათეულობით სამართალდამცველმა აქტივისტები კარავთან ძალის გამოყენებით შეაჩერა და გზა გაუხსნა კომპანიის მსუბუქ ავტომანქანებსა და ავტობუსს. „იმ ადგილზე, იმ დროისთვის არ იყვნენ დიდი რაოდენობით ჩვენი აქტივისტები, ამიტომ სპეცდანიშნულების რაზმმა გზიდან გადაწიეს ჩვენი თანამებრძოლები და რამდენიმე ავტომანქანა გაატარეს. მოქმედების გეგმას შევცვლით და რკინის ბარიკადთან დღის განმავლობაში არ ვიქნებით, ნაწილი ჩავალთ „ენკას“ ბაზასთან, ხოლო ნაწილი კიდევ ერთ შემოვლით გზაზე დადგება“, - აცხადებს „რიონის ხეობის მცველი“, ვარლამ გოლეთიანი. ასევე ნახეთ რიონის ხეობაში „ენკას“ ავტომანქანები პოლიციის დახმარებით შევიდნენ ასევე გოლეთიანის განცხადებით, კონტროლი გაძლიერდება სოფელ ტვიშთანაც, საიდანაც სოფელ ნამოხვანში შესვლა შესაძლებელია ქუთაისიდან რაჭისკენ მიმავალი გზით. „ჩვენ სამ ადგილზე ვეცდებით გზის გადაკეტვას, უნდა გავნაწილდეთ და გადავკეტოთ. არ მივცემთ კომპანიას საშუალებას, გაანადგუროს ხეობის ლანდშაფტი. საღამოს რკინის ჯებირებზე შევქმნით ისევ ხმაურს და გავაგრძელებთ პროტესტს ამ ფორმით“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი. აქტივისტების ინფორმაციით, კომპანიას ხეობაში განთავსებულ საკუთარ ბაზებზე შეყვანილი ჰყავს მძიმე ტექნიკა, დასაწყობებული აქვს საშენი მასალა და საკვები პროდუქტებიც მომარაგებული აქვს. ისინი სწორედ ამით ხსნიან, რომ თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ხეობაში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა არ იყო. პროტესტის 215-ე დღეს, „რიონის ხეობის მცველების“ გეგმა ისევ „ენკას“ ტექნიკის გადაადგილების შეზღუდვა და ხეობაში „ნამახვანჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაა. შს სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელები ბოლო რამდენიმე დღეა, გუმათის დასახლებასთან, „ენკას“ საწყობის ეზოში არიან თავმოყრილი. ამ ტერიტორიაზე „რიონის ხეობის მცველებს“ ხეობაში მიმავალი ორი გზა აქვთ გადაკეტილი. საპროტესტო მოძრაობის აქტივისტებს „ენკას“ სასაწყობე ბაზის წინ კარავი აქვთ გაშლილი, სადაც ღამითაც რჩებიან. ხეობაში კარვები კიდევ ორ ადგილას - „გუმათჰესთან“ მდებარე რკინის ჯებირებთან და სოფელ ტვიშშია გაშლილი. ბოლო სამი ღამის განმავლობაში „გუმათჰესთან“ აღმართულ რკინის ჯებირზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებდნენ მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მათი მხარდამჭერები. ჰესის მშენებლობ...
წყარო

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 29 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ