ექსპრემიერი გახარია 29 მაისს პარტიას აფუძნებს

ექსპრემიერი გიორგი გახარია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და პრეზენტაცია 29 მაისს, 17:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ პავილიონში გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეულია რამდენიმე ასეული სტუმარი და მედია. ჯერჯერობით მკაცრად არის გასაიდუმლოებული გიორგი გახარიას ახალი პარტიის - „საქართველოსთვის“ - წევრთა სია. თუმცა რამდენიმე პირმა ამის შესახებ თავად განაცხადა. მაგალითად, გახარიას გუნდში იქნება საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში, ლევან დოლიძე და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი აბაშიშვილი. გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან 18 თებერვალს გადადგა და „ქართულ ოცნებასაც“ გაემიჯნა. მიზეზად დასახელდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციასთან დაკავშირებული შეუთანხმებლობა. გახარიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მას თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ პოსტიდან ამ სახით გადადგომით მნიშვნელოვნად დააზიანა პარტიის იმიჯი. ოპოზიციის უდიდეს ნაწილს გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ „მაშველ რგოლად“ წარმოუდგენია და მას ხშირად მოიხსენიებენ „ქართულ ოცნება 2“-ადაც. პარტიის პრეზენტაციის პარალელურად, საპროტესტო აქციას გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები. მათი პროტესტი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება და მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული. ე.წ. გავრილოვის ღამის სახელით ცნობილი მოვლენების დროს, რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლის დროს დაშავდა ათობით ადამიანი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. მიტინგის დასაშლელად პოლიციამ სპეციალური საშუალებები და მათ შორის - რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაზარალებულები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ სპეცსაშუალებების გამოყენების დაწყებამდე სახელმწიფოს ისინი სათანადოდ არ გაუფრთხილებია. ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებდა. მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპოლიციო დანაყოფების მოქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. ...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ