მარიტა მუსელიანის თქმით, საზოგადოებაში დაფინანსებაზე საუბარმა შემოწირულებები გაზარდა

"ნამოხვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ მათი შემოწირულებების მოცულობა ბოლო პერიოდში გაზრდილია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დაფინანსებაზე საუბრის დროს განუცხადა. "ჩვენთვის აუდიტი სავალდებულო არ არის და ვაპირებდით ანგარიშებისა და ხარჯის პირდაპირ გამოქვეყნებას. მერე გაირკვა, ეს ძალიან დიდი მასალაა და ამის გადახედვა ძნელი იქნებოდა. ყველაზე სწორი და კარგი ფორმა იქნებოდა აუდიტი. აუდიტის იქნება დასკვნა ისეთი, რომელშიც სრულად წარმოჩინდება ყველაფერი და არავითარ შეკითხვას არ დატოვებს... მადლობა ამისთვის, გადაწყვიტა, რომ თანხა არ აიღოს... ამ ამბის შემდეგ, რაც სასაუბრო გახდა ფართო საზოგადოებაში, ამ გადმორიცხვებმა მკვეთრად მოიმატა", - განაცხადა მუსელიანმა. დაფინანსების საკითხზე ისაუბრა გუშინ აქციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმაც: "გამოვედით ინიციატივით, რომ ყველა იმ ადამიანმა, ცალკეულმა პერსონამ, მათ შორის, მედიასაშუალებებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და ვინც გარკვეული დაფინანსებებით არსებობს, გაასაჯაროოს თითოეულმა მათგანმა თავ-თავიანთი შემოსავლის ნუსხა - ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი, როცა ჩვენი მისამართით კეთდება მსგავსი მოთხოვნა, ვფიქრობ, სამართლიანია, ზოგადად ყველა ერთად მოვექცეთ საერთო წესის ქვეშ", - განაცხადა გოლეთიანმა. "რიონის ხეობის მცველების" დაფიანანსებაზე კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ თბილისში აქციისთვის ტექნიკური საშუალებების მობილიზება ადვილად შეძლეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაკა სულაძემ თქვა, მათ ამაში 21 ათასი ლარი დახარჯეს. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ