ვაშინგტონი სანქციებს უწესებს ბელარუსის სახელმწიფო კომპანიებს

ვაშინგტონი წყვეტს ავიამიმოსვლას ბელარუსთან და ამზადებს ახალ სრულმასშტაბიან სანქციებს ბელარუსის 9 სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც 3 ივნისს ამოქმედდება. ამის შესახებ 28 მაისს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა და დასძინა, რომ აშშ ამ ზომებს მიმართავს, რათა „პასუხი აგებინოს რეჟიმს თავისი მოქმედების გამო და დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა ბელარუსი ხალხის მისწრაფებისადმი“. ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 23 მაისს ლუკაშენკას რეჟიმმა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დასახელდა. ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაჯდომისთანავე ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია საპეგა. 25 მაისს ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააფართოონ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები. სანქციების სიაში შევიდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან. ევროკავშირმა აქამდე უკვე სამჯერ გამოაქვეყნა ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების სიები: 2020 წლის 2 ოქტომბერს, 6 ნოემბერსა და 17 დეკემბერს. საერთო ჯამში, მასში შედის ბელარუსის 55 მოქალაქე, მათ შორის ალიაქსანდრ ლუკაშენკა და, ასევე, შვიდი იურიდიული პირი. ამჟამად ევროკავშირი სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს. ...
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 14 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 10 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 19 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 14 საათის წინ