გუმათში „რიონის ხეობის მცველთა“ საპროტესტო აქცია გრძელდება

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, რომ სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება პერიოდულად იძაბება. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის იყო გარკვეული სახის ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლაც. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები კიდევ ერთხელ შეეცადნენ, გადაელახათ რკინის ჯებირები, რომლებიც სამართალდამცველებმა სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე კვირის წინ აღმართეს. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ეჭვი, რომ პოლიციელებმა ჯებირებს მიღმა ძალის გამოყენებით რამდენიმე ადამიანის გადაყვანა და დაკავება მოასწრეს. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ შს სამინისტროში. მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებს და აქტივისტებს მეოთხე დღეა რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა სამ სხვადასხვა ადგილას აქვთ გადაკეტილი და ცდილობენ არ გაატარონ კომპანია „ენკას“ ტექნიკა და ავტომანქანები. გზაზე გადაადგილება თავისუფალია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მოქალაქეებისთვის. აქციის მონაწილეები, რომლებიც ღამით კარვებში რჩებიან, 29 მაისს რადიო თავისუფლებას შეატყობინეს, რომ დილით პოლიციელებმა, აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, „ნამახვანჰესის“ მიმართულებით „ენკას“ კუთვნილი რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა და ერთი ავტობუსი გაატარეს. რიონის ხეობის მცველებს კარავი აქვთ გაშლილი და გზა აქვთ გადაკეტილი გუმათჰესის დასახლების ახლოს, „ენკა“ სასაწყობე მეურნეობასთან. ბოლო დღეების განმავლობაში საწყობის ეზოში რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული. აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი „გუმათჰესთან“, სოფელ გუმათშიც. თბილისიდან ხეობაში დაბრუნების შემდეგ, აქციის მონაწილეები ყოველ ღამით იკრიბებიან და რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. 26 მაისს კი ისინი კვლავ რიონის ხეობაში დაბრუნდნენ. მათი მოთხოვნაა „ნამახვანჰესის“ პროექტის სრულად შეჩერება და მორატორიუმის გამოცხადება. ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილი აქვთ როგორც ქუთაისის, ასევე რაჭის მიმართულებებიდან და არ დაუშვებენ ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკას“ სპეცტექნიკისა და ავტომანქანების გატარებას. ...
წყარო

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ