რუსეთის საელჩოს თანამშრომლები ჩეხეთს ტოვებენ

შაბათს პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროდრომიდან მოსკოვში გაფრინდა სპეციალური რეისი, რომელზეც რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა ის ჯგუფი იმყოფებოდა, პრაღასა და მოსკოვს შორის ორივე მხარის საელჩოს თანამშრომელთა პარიტეტული შეკვეცის შესახებ შეთანხმებაში რომ მოყვნენ. მთლიანობაში 29 მაისს ჩეხეთიდან რუსეთში დაბრუნდა საელჩოს 54 დიპლომატი და სხვა თანამშრომელი, ასევე მათი ოჯახების წევრები. საელჩოს წევრთა წასაყვანად რუსეთიდან პრაღაში ჩაფრინდა რუსეთის პრეზიდენტის ავიარაზმ „როსიას“, კუთვნილი ე.წ. VIP კომპლექტაციის სპეციალური თვითმფრინავი. რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა და მათი ოჯახების წევრთა მეორე და ბოლო ჯგუფი ჩეხეთს ორშაბათს, 31 მაისს დატოვებს. ლაპარაკია ჯამში 63 რუსი დიპლომატის, თანამშრომლისა და მათი ოჯახების წევრების უკან რუსეთში დაბრუნებაზე. შეთანხმება, რომლის თანახმად ერთ ქვეყნას მეორეში შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ 7 დიპლომატი, 25 მივლინებული ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამშრომელი და 19 ადგილობრივი კადრი, რუსეთსა და ჩეხეთს შორის ამასწინანდელი დიპლომატიური სკანდალის შემდეგ დაიდო. ჩეხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება შედეგია სკანდალისა მოსკოვის სავარაუდო როლის გარშემო 2014 წელს ჩეხეთის იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებაში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და მოჰყვა დიდი მატერიალური ზარალი. 19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს. კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს. სკანდალის შედეგად ჩეხეთმა უკვე გამორიცხვა რუსეთის სახელმწიფო ფირმა, როსატომი დუკოვანის ატომური სადგურის მეხუთე ბლოკის მშენებლობის მრავალმილიარდიანი ტენდერიდან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ ჩეხეთი აღარ განიხილავს რუსეთის ვაქცინის შესყიდვის თემას. ჩეხეთს რუსეთთან დაპირისპირებაში სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირმა, რომლის წევრიცაა ჩეხეთი. ...
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 1 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ