ფინანსურმა პოლიციამ აღმოაჩინა ხსნარები, რომლებსაც სადეზინფექციო საშუალებებად ასაღებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აღმოაჩინა აღმოაჩინა ორი კომპანია, რომელიც აწარმოებდა ხსნარებს, რომელსაც არ ჰქონდა სადეზინფექციო საშუალების ფუნქცია, თუმცა ამ ფორმით ყიდდნენ. ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია სისხლის სამართლის დევნა ამ კომპანიების ხელმძღვანელების მიმართ. "დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში და ქ. თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს", - ვკითხულობთ პრესრელიზში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 პრიმა მუხლებით დაიწყო. ამ მუხლებით ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ფალსიფიცირებისთვის და ფალსიფიცირებული ნივთიერების გასაღებისთვის დგება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფინანსურმა პოლიციამ წესის დარღვევით დამზადებული "სადეზინფექციო საშუალებები" აღმოაჩინა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში, მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც ამზადებდა სადეზინფექციო საშუალებებს და რეალიზაციის მიზნით ასხამდა სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელში. ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 8 წუთის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 6 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ