ლევან ბეჟაშვილი: არ უნდა დავუტოვოთ კომფორტის ზონა ბიძინა ივანიშვილს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება შვიდთვიანი ბოიკოტის შეწყვეტისა და პარლამენტში შესვლის შესახებ იოლი მისაღები არ იყო, თუმცა ახალი რეალობის შესაბამისად ქმედება და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო. „ჩვენ აქტივთან ერთად ვითხოვდით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ამ მოთხოვნაში გარკვეული კორექტივები შეიტანა მიშელის დოკუმენტმა, რომელზეც ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ბუნებრივია, შესაბამისად, ამან ახალი რეალობა შექმნა და ამ რეალობიდან გამომდინარე გვიწევდა გადაწყვეტილების მიღება. მით უფრო, რომ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენი პარტნიორი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, შევიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, გამოკითხვის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას პარტიული აქტივის თითქმის 64-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 16 პროცენტი იყო. ლევან ბეჟაშვილმა „დილის საუბრებში“ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლას გააგრძელებს როგორც მთავარ პოლიტიკურ ველზე, პარლამენტში, ისე ქუჩასა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში. „ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ კომფორტის ზონა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ შექმნან რაღაცა ფსევდოდემოკრატიული, ფსევდოპარლამენტარიზმის თამაში“, - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიზნებს შორისაა, ასევე, მოსახლეობას და პარტნიორებს აჩვენოს, რომ "ქართული ოცნება" უკვე არღვევს „შარლ მიშელის დოკუმენტის“ სულისკვეთებას, როგორც მართლმსაჯულების რეფორმასთან, ისე საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებით: „ჩვენ შევდივართ პარლამენტში, რომ ქართულ საზოგადოებასაც, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც ვაჩვენოთ „ქართული ოცნების“ სახე. გავმართოთ ბრძოლა, მათ შორის პარლამენტის შენობაში, აქტიური პოლიტიკა ვაწარმოოთ ქუჩაშიც, საპროტესტო აქციების სახით. იმავდროულად, ჩვენ გვეძლევა შანსი, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, რომ 43-პროცენტიანი ბარიერის არგადალახვის შემთხვევაში („ქართული ოცნების“ მიერ) უკვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დადგეს და ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკვე უნდა დავიგეგმოთ, რომ ეს მიზანი მიღწეული იქნას და ხალხის მხარდაჭერა ამით მოვიპოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ გასაკეთებელი ბევრია და საქმე ბევრი არის და ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ ოპოზიციური პარტიები კვლავ გავერთიანდეთ საერთო მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა „დილის საუბრებში“. 30 მაისს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებ...
წყარო

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 7 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 44 წუთის წინ

Diko

თბილისი
  • 2 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 6 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ