მთავარი მიზანი ქვეყანაში მოვიდეს კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, უმნიშვნელოვანესია

მთავარი მიზანი – ქვეყანაში მოვიდეს კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით, უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასგანცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც ოპოზიციას წყენის დავიწყებას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალების გაერთიანებას სთავაზობს. ხაზარაძის თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ 2022 წელს რიგგარშე არჩევნები დაინიშნოს. “ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ. ძალიან მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, “ლელო” მოწოდებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში 2022 წელს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემოდგომის ადგილობრივი არჩევნები ისე მოგებული, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავისტუმროთ და დაინიშნოს რიგგარშე არჩევნები. არ მინდა ვიფიქრო, რომ ოპიზიციაში ვიღაცას აღარ უნდა ეს სცენარი, ეს იქნება ღალატის ტოლფასი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ მთავარი მიზანი ქვეყანაში მოვიდეს კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით, არის უმნიშვნელოვანესი,”- განაცხადა ხაზარაძემ. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწრენ, ხაზარაძე ამას ” შეცდომად” აფასებს. “ბუნებრივია, შეიძლება იყოს დეტალი, რომელიც ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს და ძალიან მარტივია, უბრალოდ, არ მიიღებ მონაწილეობას ამ კანონის მიღებაში ან შენს ვარიანტს შესთავაზებ, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ხელს არ აწერენ შეთანხმებას, ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროკურსისთვის არის დამაზიანებელი,”- განაცხადა ხაზარაძემ....
წყარო

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 59 წუთის წინ