ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას მარცხად აფასებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას მარცხად აფასებს და ამბობს, რომ "შარლ მიშელის დოკუმენტზე" ხელმოწერის გარეშე მათ ამ ნაბიჯს აზრი არ აქვს. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზეა შექმნილი. "ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. ექვსი თვის მანძილზე ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა საბოლოოდ მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. „ვერ დამიჭერთ“, „არ გამოვალ“, და „არ შევალ“ დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით", - განაცხადა კობახიძემ. გარდა ამისა, კობახიძემ თქვა, რომ თუ დოკუმენტს "გონივრულ ვადაში" პარტია ხელს არ მოაწერს, არ იქნებიან გათვალისწინებული კომიტეტებისა და დელეგაციების გადანაწილებაში, რომელიც ჩადებული იყო შეთანხმებაში. გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, რომ დაიწყებდა საპარლამენტო საქმიანობას, თუმცა ხელს არ მოაწერდა "შარლ მიშელის შეთანხმებას". ...
წყარო

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 3 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 3 საათის წინ