თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში?

თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში? – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას შევიდნენ პარლამენტში, თუმცა, ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს. ვაშაძემ დღეს ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა. „კარგია, რომ შედიან პარლამენტში, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ინფანტილიზმად მიმაჩნია ეს ჭიდაობა, რომ ხელს არ აწერენ. თუ ხელს არ აწერ იმ დოკუმენტს, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში? თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, შეთახმებას ხელს არ ვაწერ, არ ვმონაწილეობ ამაში, აბა კითხვა მაქვს, რა უნდა აკეთონ პარლამენტში? რისთვის შემოდიან? ახლა მეორე ინფანტილიზმი „ქართული ოცნების“ მხრიდან დაიწყო – თუ არ აწერ ხელს, მაშინ არ ხარ მონაწილე ამ ყველაფრის და ვართ საბავშვო ბაღში. საერთოდ, ქვეყანაში არის ცრუ დილემა გამოყენებული, რომ თითქოს ეს პაექრობა არის ხალხისთვის მნიშვნელოვანი. ხალხისთვის მნიშვნელოვანია საპენსიო სესხის პროცენტი, სამუშაო ადგილები, ეკონომიკა, ნამახვანჰესი,რაც უნდათ ის უქნიათ, ჩვენ ხალხის ხმა ვიქნებით პარლამენტში,”- განაცხადა ვაშაძემ. ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და არც სხვა პრივილეგიებით ისარგებლებს, რასაც მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს....
წყარო

Inesa

თბილისი
  • 19 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 19 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 13 საათის წინ

наталья

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 19 საათის წინ