გომელაურის თქმით, აქციების ტარებას ჯობს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იყოს

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, პოლიტიკისადმი ჯანმრთელი მიდგომაა და გარედან მიტინგების მოწყობას სჯობს. ასე შეაფასა მან ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შეუდგეს საპარლამენტო მუშაობას. „რა თქმა უნდა, მივესალმები, კარგია, რომ შევიდა. ჩემი პირადი აზრია, გარეთ ყოფნას და გარედან აქციების ტარებას, ჯობია შიგნით იყვნენ და შიგნით იკამათონ, შიგნით იმსჯელონ, უფრო კარგი იქნება და უფრო ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგების და ა.შ. არეულობების მოწყობები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას მარცხად აფასებს და ამბობს, რომ "შარლ მიშელის დოკუმენტზე" ხელმოწერის გარეშე მათ ამ ნაბიჯს აზრი არ აქვს. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზეა შექმნილი. ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, რომ დაიწყებდა საპარლამენტო საქმიანობას, თუმცა ხელს არ მოაწერდა "შარლ მიშელის შეთანხმებას". ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 18 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 18 საათის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 18 საათის წინ