სოფია საპეგა შესაძლოა რუსეთს გადასცენ ბელარუსში გასამართლების შემდეგ

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას, რომელიც მინსკში, კგბ-ს საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება პატიმრობაში, ბელარუსში გაასამართლებენ, ამის შემდეგ კი შესაძლებელია, ის შეიწყალონ ან რუსეთში გაგზავნონ საჯელის მოსახდელად. „რაკი დააკავეს, ე.ი. საამისოდ იყო საკმარისი საფუძველი,“ თქვა მაკეიმ. 29 მაისს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სოჭში იმსჯელეს საპეგას თემაზე. პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ყურადღებით ადევნოს თვალ-ყური რუსეთის მოქალაქის საქმეს. ისაუბრეს თუ არა მის გათავისუფლებაზე, ცნობილი არ არის. საპეგა 23 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, აიძულა, მინსკში დამჯდარიყო. მედიის თანახმად, საპეგა ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეჭვმიტანილია სოციალური დაპირისპირების გაღვივებაში, რაც 12 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ საპეგა ასევე ეჭვმიტანილია მასობრივი არეულობისა და ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებაში, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. სასამართლომ მას ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არცერთხელ არ ახსენა კიდევ ერთი მგზავრი, ვის გამოც მოაწყო ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავის საავარიო დაჯდომა. საქმე ეხება საპეგას მეგობარს, Telegram-ის ოპოზიციური არხი NEXTA-ს ყოფილ მთავარ რედაქტორს, რამან პრატასევიჩს. მაკეიმ მას „ბელარუსის ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად უმნიშვნელო ბლოგერი“ უწოდა. ბელარუსის ხელისუფლებამ პრატასევიჩი შეიყვანა ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების სიაში. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და ხელისუფლებისა და მილიციის მიმართ სოციალური დაპირისპირების გაღვივების ბრალდებით. ის ეჭვმიტანილია ასევე სახელმწიფო საიდუმლოს გათქმასა და პრეზიდენტის შეურაცხყოფაში. ...
წყარო

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ