ვერ გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” კომპლექსიდან

“კანონი და სამართლის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ თამარ კორძაიას მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მისთვის სრულიად გაუგებარია. როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა” და სხვა პარტიებმაც, “ნაციონალური მოძრაობის” კომპლექსი ვერ მოიშორეს. “მე გამიკვირდა თამარ კორძაიას მიერ ხელის მოწერა, იმიტომ, რომ ეს ვერ წარმომიდგენია. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება,  ხელის მომწერებმა, ამ “პატივცემულმა” “გირჩმა”,  40 000 კაცს ათავისუფლებენ ჯარიდან, რომ ხმები მიიღონ, ეს ხომ ეს ხალხია? “სტრატეგიამ”, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” კომპლექსიდან ვერ გამოვიდა. ვერც ერთი ვერ გამოვიდა “ნაციონალური მოძრაობის” კომპლექსიდან. მე ვიყავი 9 წელი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ოპოზიციაში, ამიტომ ეს კომპლექსი ვერ მექნება და ესენი მათი წევრები იყვნენ. მათი წიაღიდანაა ყველა. ზურა ჯაფარიძე არ არის მათი წიაღიდან? გიორგი (ვაშაძე) არ არის იმ წიაღიდან? ამას ვეუბნებოდი და ვუკიჟინებდი სულ, რომ დაანებეთ ამას, თქვენ თქვენი გზა გქონდეთ, იმას თავისი ამომრჩეველი ჰყავს და შენ შენი მიიზიდე ახალი. ნუ დაკომპლექსდებით-მეთქი იმიტომ, რომ არსებობს სადღაც 27%-იანი ამხელა პარტია, რატომ უნდა დაკომპლექსდე. მაგრამ, აი იმ კომპლექსებით გააკეთეს ის, რაც დღეს ხდება, თორემ კიდევ გიმეორებთ, არავინ ჩვენ მუშტებს არ გვიბრახუნებდა, არც ბატონი შარლ მიშელი, რომ გინდა თუ არა ამ ამნისტიას მოაწერეთ ხელი,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა....
წყარო

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 30 წუთის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ