ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს - „არ გვჭირდება ძალაუფლების გადანაწილება „ქართულ ოცნებასთან“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას და ის „შეშინებულის მუქარად“ შეაფასა. ხატია დეკანოიძის თქმით, პარტია საკანონმდებლო ორგანოში არა პრივილეგიებისთვის, არამედ რეჟიმის დასამარცხებლად შედის. „ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებულის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ნამდვილად არ სურდათ, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პარლამენტში ეხილათ. მინდა მას ვუპასუხო, რომ ჩვენ პარლამენტში რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთვის არ შევდივართ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის, რომ რეჟიმის დასამარცხებლად დამატებით გვქონდეს ინსტრუმენტი. ჩვენი მთავარი ამოცანა, რისთვისაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობა, როგორც ერთ-ერთი მნიშნელოვანი იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არ გვჭირდება ძალაუფლების გადანაწილება "ქართულ ოცნებასთან"“, - აღნიშნა დეკანოიძემ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას მარცხად აფასებს და ამბობს, რომ "შარლ მიშელის დოკუმენტზე" ხელმოწერის გარეშე მათ ამ ნაბიჯს აზრი არ აქვს. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზეა შექმნილი. გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, რომ დაიწყებდა საპარლამენტო საქმიანობას, თუმცა ხელს არ მოაწერდა "შარლ მიშელის შეთანხმებას". ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 5 საათის წინ

Oksana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 5 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ