ხათუნა ლაგაზიძე: გახარია პოლიტიკაში „პოლიტიკური მზითევით“ ხელდამშვენებული შემოდის - ესაა „ოცნების“ ამომრჩეველი

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური მიზნებისა და გეგმების შესახებ კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი მისი პრესკონფერენციის ჩატარებისა და ასევე პარტიის „საქართველოსთვის“ პროგრამის წარდგენის შემდეგ, თუმცა იმ მესიჯებიდან, რაც პარტიის პრეზენტაციაზე გაკეთდა, იგი გათვლას „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მიმხრობაზე აკეთებს. „გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში უკვე პოლიტიკური მზითევით ხელდამშვენებული შემოდის და ამ მზითევში მე ვგულისხმობ სწორედ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. პოლიტოლოგის თქმით, გიორგი გახარიას მესიჯები და პარტიის პრეზენტაციაზე გამოსვლის სულისკვეთება მიზანმიმართულად სწორედ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე იყო გათვლილი: „მე ვფიქრობ, რომ ამ მოკლევადიან დისტანციაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მისი ეს ტაქტიკა აბსოლუტურად გამართლებულია პრაგმატულად იმიტომ, რომ ხუთ თვეში მას გაუჭირდება, ასე ვთქვათ, მოცვა ოპოზიციური ამომრჩევლის და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ამომრჩევლის წართმევა, ისევე როგორც ეგრეთ წოდებული შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობა. და ამ თვალსაზრისით პრაგმატულად და ტაქტიკურად სწორი იყო, რომ მან გათვალა ამ მოკლევადიან დისტანციაზე უპირატესად სწორედ "ქართული ოცნების" ამომრჩეველზე, რომელიც მისი ორგანული ამომრჩეველია, რომელსაც ესმის ის მესიჯები, რაც მისგან მოისმინეს და, რაც მთავარია, რომელიც არ ელოდება მისგან იმ კითხვებზე პასუხს, რომელ კითხვებზე პასუხსაც, მოდი ვთქვათ, დანარჩენი საქართველო, ოპოზიციურად განწყობილი საქართველო ელოდება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ, რომლის თქმითაც, ლოგიკურად გასაგები იქნება, რომ მომავალში გიორგი გახარიამ იზრუნოს ამომრჩევლის ბაზის გაფართოებაზე. მისივე თქმით, გიორგი გახარიას ქმედებები ორეტაპიანია. კერძოდ, პირველი ეტაპი გულისხმობს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტის აღება ვერ შეძლოს, მეორე ეტაპზე კი იგი „ქართული ოცნების“ პოლიტიური პარტნიორი გახდება. „პირველ ეტაპზე ის ობიექტურად, არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად მაინც გვევლინება ოპოზიციის პარტნიორად საერთო მიზნისკენ სავალ გზაზე, როგორიცაა "ოცნებისათვის" 43 პროცენტის გამოგლეჯა. რაც შეეხება შემდეგ, როდესაც დღის წესრიგში დადგება რიგგარეშე არჩევნების საკითხი, უკვე მეორე ეტაპზე მე ის მართლაც მეგულება, ამ გადასახედიდან ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პარტნიორი მომავალ სამთავრობო კოალიციაში“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „დილის საუბრებში“. 29 მაისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის "საქართველოსთვის"...
წყარო

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 45 წუთის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ