ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მშობლებს სამამდე შვილის ყოლა შეეძლებათ

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ წყვილებს უფლება ექნებათ, სამამდე შვილი იყოლიონ, მას შემდეგ, რაც აღრიცხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა სწრაფად ბერდება. პოლიტიკის ცვლილება 31 მაისს გამოცხადდა პოლიტბიუროს სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი უძღვებოდა, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სინხუა. ინფორმაციაში არ არის ნახსენები, როდიდან შევა ცვლილება ძალაში. თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთში მოქმედებდა „ერთი ბავშვის პოლიტიკა“ - მსოფლიოში ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი წესი. ეს წესი 2016 წელს გაუქმდა მუშახელის დაბერებისა და ეკონომიკური სტაგნაციის შიშით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო წაახალისებს შობადობის გაზრდას, ჩინეთში შობადობა იკლებს. როგორც სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ განაცხადა გასულ თვეში, 2020 წელს მან სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელს, 12 მილიონს მიაღწია. ბიუროს თქმით, ამჟამად ჩინეთში შობადობის კოეფიციენტი არის 1,3, რაც არ კმარა სტაბილური მოსახლეობის შესანარჩუნებლად. აპრილში ჩატარებულმა აღრიცხვამ აჩვენა, რომ ჩინეთის მოსახლეობა 1,41 მილიარდს შეადგენს, რაც მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ