გომელაური ამბობს, რომ გუმათში საჭიროების შემთხვევაში წყლის ჭავლს და გაზს გამოიყენებენ

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ რიონის ხეობაში, სადაც "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, საჭიროების შემთხვევაში წყლის ჭავლსა და გაზს გამოიყენებენ. "რკინის ჯებირები დაგვჭირდება, დაბალი ჯებირები, თუ რაც დაგვჭირდება იმისთვის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება [გამოვიყენებთ] - იცით, ერთხელ ტექნიკა დაუწვეს შიგნით, შეხლა-შემოხლა მოხდა მუშებთან და "ენკას" ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ [მომიტინგეები], იქ მოხდება მეტი დაძაბულობა, შეიძლება, დაშავდნენ კიდეც მომიტინგეები... სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის გაზი იქნება, წყლის ჭავლი იქნება, თუ საჭირო იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ, ყველაფერი გამოიყენონ", - თქვა გომელაურმა. მანვე აღნიშნა, რომ გუშინ აქციის მონაწილეებმა პოლიციელს დაარტყეს, რაც აქამდე არ მომხდარა. "რამდენიმე თვეა, პოლიციელები დგანან იქ და მაქსიმალურად ცდილობენ, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა... ამ დრომდე ნამდვილად არ მომხდარა [პოლიციელზე ძალადობა], მომიტინგეები იცავდნენ დისტანციას. გუშინ, რატომღაც აგრესია გამოხატეს..." - განაცხადა გომელაურმა. დღეს უკვე მე-6 დღეა, რაც რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობაში დაბრუნდნენ. ხეობაში შესვლას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირებით უკრძალავს. სწორედ ამ ჯებირებზე ბრახუნით გამოხატავენ პროტესტს აქციის მონაწილეები. ასევე ნახეთ შსს იძიებს რა ზიანი მიაყენეს რკინის ჯებირებს რიონის მცველებმა 210 დღეზე მეტია, რაც აქციები უწყვეტად გრძელდება. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 15 წუთის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ